Friday, August 29, 2014

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის  სავარაუდო  იდეა:  იოანე  საბანისძის  ფენომენი

        იოანე  საბანისძის ,,აბოს  წამება"  ითვლება  პირველ  პატრიოტულ  თხზულებად,  რაც  უჩვეულოა  აგიოგრაფიული  ნაწარმოებისთვის.  როგორც  წესი,  აგიოგრაფები  წმინდანების  ცხოვრებას  აღწერენ.  ამის  გასარკვევად     მოსწავლეები  მოიძიებენ  მასალას  აგიოგრაფი  მწერლის   შესახებ,  განიხილავენ    სხვადასხვა მკვლევარის  მოსაზრებას,  დააკავშირებენ  როგორც  ნაწარმოებში  მოცემული  მასალას,  ასევე  თანამედროვე  კრიტიკოსების  მოსაზრებებს ერთმანეთთან,  ასევე  ერთმანეთის  დამოკიდებულებას ამ  საკითხისადმი, შეაფასებენ  მწერლის  მნიშვნელობას  შთამომავლობის   ეროვნული  ცნობიერების  ამაღლების  საქმეში, შექმნიან  რეფერატებს.
მასალა  საბოლოოდ  აიტვირთება  ბლოგზე.


3 comments:

  1. ეს აგიოგრაფია კველაზე მძიმე თემატიკაა ბავშვებისთვის. ალბათ საჭიროე რაღაც ინტრიგა იყოს ჩადებული დასაწყისში რომ ინტერესი გაუღვიოთ.

    ReplyDelete
  2. გმადლობთ ნანა, გავითვალისწინებ!

    ReplyDelete
  3. ვეთანხმები ნანას. ჰაგიოგრაფია, სხვა მასალასთან შედარებით რთულია მოსწავლეებისთვის (საკუთარ გამოცდილებას ვგულისხმობ :) ). ამიტომ, უკეთესი ხომ არ იქებოდა რამე წახალისების ფორმები შეგეთავაზებინათ მათთვის, ვინც უფრო ბეჯითად შეასრულებს დავალებას. ვფიქრობ ეს აამაღლებს მათ მოტივაციას და მოსწავლეებიც უფრო მეტი ხალისით და მონდომებით შეასრულებენ დავალებას. წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete