Saturday, September 13, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

             დღევანდელი  დღე  ყველაზე  საინტერესო  და  სანახაობრივი  იყო.  ჩვენ  მოვისმინეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები,  შევაფასეთ,  შევაქეთ  და  რჩევებიც  მივეცით.  მნიშვნელოვანია,  რომ  ყველა  გამომსვლელი  პასუხისმგებლობით  წარსდგა  აუდიტორიის  წინაშე  და  უფრო  მეტი  კომპლიმენტი  დაიმსახურა,  ვიდრე  შენიშვნა.
            ტრენინგი  იყო  ძალიან  პროდუქტული,  ბევრის მომცემი.  ჩვენ  ვისწავლეთ,  როგორ  გავგეგმოთ  და  განვახორციელოთ  კარგი  პროექტები,  როგორ  წარვმართოთ  კვლევები,  როგორ განვუვითაროთ  მოსწავლეებს  მაღალი  სააზროვნო  უნარები  და   როგორ  წარვადგინოთ  ნამუშევრები  აუდიტორიის  წინაშე.  ამაში  ძალიან  დაგვეხმარება   ინტელის  მდიდარი  ბიბლიოთეკა  და  ენერგიული  ტრენერი.

Friday, September 12, 2014

მერვე დღის რეფლექსია

           დღეს  პორტფოლიოსა  და  პროექტის  ჩეკლისტების  საშუალებით  გადავამოწმეთ  ჩვენი  ნამუშევრები,  მოვაწესრიგეთ    და  გავაზიარეთ  საჯაროდ.
        ვისწავლეთ  ობიექტების  ჩასმა  სლაიდებზე.
        ვემზადებით  ხვალინდელი  პრეზენტაციებისათვის.

Thursday, September 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

               დღეს  გავეცანით  ფასილიტაციის  ნიმუშებს  ინტელის  ბიბლიოთეკიდან,  ვისწავლეთ ბლოგზე  ლინკის  დამატება  და   შევიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკა.

სასწავლო პროცედურები

                                     ჩემი  პროექტის  მსვლელობა

Saturday, September 6, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

       დღეს განვიხილეთ  ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული  საკითხები, კერძოდ:
  •  როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შეფასების მიზნით. 
  • როგორ გამოვაყენებინოთ მოსწავლეებს ინტერნეტი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით. 
  •  აგრეთვე ვიმუშავეთ   მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების  შეფასების  დაგეგმვაზე, შესაბამისად, შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები პროექტში.
  • ვისწავლეთ  მასალის  გაზიარება  ერთობლივი  მუშაობის  მიზნით.
  • ბოლოს გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.

მეხუთე დღის რეფლექსია

   დღევანდელი  დღე  ძალიან  საინტერესო  და  ნაყოფიერი  იყო.  ჩვენ  დავასრულეთ  პორტფოლიოს  პრეზენტაციები,  რომლებიც  ავტვირთეთ  ჯერ  Googledrave-ში,  იქიდან  კი  embedkodid-ის  საშუალებით  ჩავაშენეთ  ბლოგზე.  შემდეგ  მოვამზადეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  პრეზენტაცია,  რომელიც  ასევე  ავტვირთეთ Googledrave-ში,  იქიდან  კი -  ბლოგზე.  გავეცანით  ინტერნეტიდან  მასალის  მოძიების  უსაფრთხო  და  კანონიერ  გზებს,  ასევე  წესებს  საავტორო  უფლებების  დაცვის  შესახებ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი