დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კონკრეტულად იმაზე, თუ რითი უნდა დავიწყოთ პროექტის განხორციელება, როგორ დავგეგმოთ და შევუსაბამოთ მისი მიზნები საგნობრივ სტანდარტსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
ჩვენ შევავსეთ შესაბამისი გრაფები პროექტის გეგმის შაბლონში. მიზნებისა და შედეგების საფუძვლიანად ჩამოსაყალიბებლად კი გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
დავამთავრეთ ბროშურა.
Sunday, August 31, 2014
ჩემი პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ და განიხილონ სხვადასხვა კრიტიკოსთა ნაშრომები (კ.კეკელიძის, ა.ბარამიძის, რ.სირაძის, გ.ფარულავას და სხვათა.), რომლებშიც განხილულია იოანე საბანისძის იდენტიფიკაციის საკითხი.
- დააკავშირონ ერთმანეთთან ნაწარმოებში, კონკრეტულად, ,,წერილებში" მოცემული ინფორმაცია და კრიტიკოსთა მოსაზრებები ავტორის ვინაობის შესახებ.
- იმსჯელონ, თუ ვინ იყო ავტორი, საერო თუ სასულიერო პირი და რატომ გადაწყვიტა, აგიოგრაფიული ტექსტი გამოეყენებენა ეროვნული მიზნებისათვის.
- შეაფასონ როგორც მწერლის, ასევე მისი თხზულების როლი თანამედროვე საზოგადოებისათვის.
- შექმნან რეფრატები, პრეზენტაციები, რომლებსაც ავტვირთავთ ბლოგზე, რათა ხელმისაწვდომი იყოს სხვა მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
Saturday, August 30, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მაღალი კვალიფიკაცია, როგორც საგნობრივი კომპეტენცია, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა იმისთვის, რომ აღზარდოს 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდა.
ძალიან პროდუქტულია დაგეგმილი საკითხების განთავსება ბლოგზე, მათი გაზიარება კოლეგებისთვის, მათი რჩევების მოსმენა და იდეების დახვეწა.
გარდა ამისა, ძალიან ეფექტურია ყოველი მეცადინეობის შემდეგ რეფლექსიის გამოყენება. მიმაჩნია, რომ ეს აუმჯობესებს სასწავლო და სამუშაო პროცესებს, ამიტომ თითქმის ყოველდღიურად გამოვიყენებ.

Friday, August 29, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება შინაარსობრივად და ტექნიკურად. შევქმენით ბროშურა. ძალიან საინტერესო იყო.
ჩემი პროექტის იდეა
პროექტის სავარაუდო იდეა: იოანე საბანისძის ფენომენი
იოანე საბანისძის ,,აბოს წამება" ითვლება პირველ პატრიოტულ თხზულებად, რაც უჩვეულოა აგიოგრაფიული ნაწარმოებისთვის. როგორც წესი, აგიოგრაფები წმინდანების ცხოვრებას აღწერენ. ამის გასარკვევად მოსწავლეები მოიძიებენ მასალას აგიოგრაფი მწერლის შესახებ, განიხილავენ სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრებას, დააკავშირებენ როგორც ნაწარმოებში მოცემული მასალას, ასევე თანამედროვე კრიტიკოსების მოსაზრებებს ერთმანეთთან, ასევე ერთმანეთის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, შეაფასებენ მწერლის მნიშვნელობას შთამომავლობის ეროვნული ცნობიერების ამაღლების საქმეში, შექმნიან რეფერატებს.
მასალა საბოლოოდ აიტვირთება ბლოგზე.

პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღის რეფლექსია
პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს
ტრენერი და მასწავლებლები. ტრენერმა
გაგვაცნო ინტელის ძირითადი
კურსის შინაარსი და მოდულები. ამის შემდეგ ჩვენ შევქმენით საქაღალდეები,
რომლებშიც ტრენინგის მიმდინარეობის
დროს განვათავსებთ ყველანაირ
მასალას. საქაღალდეებში გადმოვიტანეთ
რამდენიმე რესურსი ინტელის
სახელმძღვანელოდან, კერძოდ: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,
პორტფოლის ჩეკლისტი და პორტფოლიოს გეგმის
შაბლონი. გარდა ამისა,
შევქმენით ახალი ბლოგი
- ინტელის სასწავლო კურსი.
ბოლოს გავაკეთეთ დღევანდელი
ტრენინგის რეფლექსია.
29.08.2014 წ.
Subscribe to:
Posts (Atom)