დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი იყო. ჩვენ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, შევაფასეთ, შევაქეთ და რჩევებიც მივეცით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამომსვლელი პასუხისმგებლობით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და უფრო მეტი კომპლიმენტი დაიმსახურა, ვიდრე შენიშვნა.
ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტული, ბევრის მომცემი. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გავგეგმოთ და განვახორციელოთ კარგი პროექტები, როგორ წარვმართოთ კვლევები, როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები და როგორ წარვადგინოთ ნამუშევრები აუდიტორიის წინაშე. ამაში ძალიან დაგვეხმარება ინტელის მდიდარი ბიბლიოთეკა და ენერგიული ტრენერი.
Saturday, September 13, 2014
Friday, September 12, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს პორტფოლიოსა და პროექტის ჩეკლისტების საშუალებით გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევრები, მოვაწესრიგეთ და გავაზიარეთ საჯაროდ.
ვისწავლეთ ობიექტების ჩასმა სლაიდებზე.
ვემზადებით ხვალინდელი პრეზენტაციებისათვის.
ვისწავლეთ ობიექტების ჩასმა სლაიდებზე.
ვემზადებით ხვალინდელი პრეზენტაციებისათვის.
Thursday, September 11, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს ინტელის ბიბლიოთეკიდან, ვისწავლეთ ბლოგზე ლინკის დამატება და შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა.
Saturday, September 6, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ:
- როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შეფასების მიზნით.
- როგორ გამოვაყენებინოთ მოსწავლეებს ინტერნეტი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით.
- აგრეთვე ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების დაგეგმვაზე, შესაბამისად, შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები პროექტში.
- ვისწავლეთ მასალის გაზიარება ერთობლივი მუშაობის მიზნით.
- ბოლოს გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ჩვენ დავასრულეთ პორტფოლიოს პრეზენტაციები, რომლებიც ავტვირთეთ ჯერ Googledrave-ში, იქიდან კი embedkodid-ის საშუალებით ჩავაშენეთ ბლოგზე. შემდეგ მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, პრეზენტაცია, რომელიც ასევე ავტვირთეთ Googledrave-ში, იქიდან კი - ბლოგზე. გავეცანით ინტერნეტიდან მასალის მოძიების უსაფრთხო და კანონიერ გზებს, ასევე წესებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.
Friday, September 5, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ჩვენ ვიმუშავეთ პროექტისთვის საჭირო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობისთვის.
შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმას და დავამატეთ პროექტის შაბლონის შესაბამის გრაფებში.
ასევე დავიწყეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე.
შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმას და დავამატეთ პროექტის შაბლონის შესაბამის გრაფებში.
ასევე დავიწყეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე.
Thursday, September 4, 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა
- როგორ ფიქრობთ, რა მთავარი ღირებულებები გააჩნია ადამიანს?
- როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა ადამიანების ბედზე?
- ასეთ შემთხვევაში, რა როლი აკისრია თითოეულ მათგანს, როგორც ამა თუ იმ ერის შვილს?
- როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს საქვეყნო ვალის მოსახდელად?
- რომელ ეპოქაში მოღვაწეობდა იოანე საბანისძე?
- რა გამოწვევის წინაშე იდგა ქართველი ერი მე-8 საუკუნეში?
- რა მისია აიღო თავისთავზე იოანე საბანისძემ, რომელიც ქვეყნის ჭირისუფლად გვევლინება თავისი თხზულების მიხედვით?
- როგორია ეს ნაწარმოები ჟანრობრივად?
- რას ემსახურება აგიოგრაფიული თხზულების პირველი თავი - ქადაგება?
Sunday, August 31, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, კონკრეტულად იმაზე, თუ რითი უნდა დავიწყოთ პროექტის განხორციელება, როგორ დავგეგმოთ და შევუსაბამოთ მისი მიზნები საგნობრივ სტანდარტსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
ჩვენ შევავსეთ შესაბამისი გრაფები პროექტის გეგმის შაბლონში. მიზნებისა და შედეგების საფუძვლიანად ჩამოსაყალიბებლად კი გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
დავამთავრეთ ბროშურა.
ჩვენ შევავსეთ შესაბამისი გრაფები პროექტის გეგმის შაბლონში. მიზნებისა და შედეგების საფუძვლიანად ჩამოსაყალიბებლად კი გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
დავამთავრეთ ბროშურა.
ჩემი პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ და განიხილონ სხვადასხვა კრიტიკოსთა ნაშრომები (კ.კეკელიძის, ა.ბარამიძის, რ.სირაძის, გ.ფარულავას და სხვათა.), რომლებშიც განხილულია იოანე საბანისძის იდენტიფიკაციის საკითხი.
- დააკავშირონ ერთმანეთთან ნაწარმოებში, კონკრეტულად, ,,წერილებში" მოცემული ინფორმაცია და კრიტიკოსთა მოსაზრებები ავტორის ვინაობის შესახებ.
- იმსჯელონ, თუ ვინ იყო ავტორი, საერო თუ სასულიერო პირი და რატომ გადაწყვიტა, აგიოგრაფიული ტექსტი გამოეყენებენა ეროვნული მიზნებისათვის.
- შეაფასონ როგორც მწერლის, ასევე მისი თხზულების როლი თანამედროვე საზოგადოებისათვის.
- შექმნან რეფრატები, პრეზენტაციები, რომლებსაც ავტვირთავთ ბლოგზე, რათა ხელმისაწვდომი იყოს სხვა მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
Saturday, August 30, 2014
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მაღალი კვალიფიკაცია, როგორც საგნობრივი კომპეტენცია, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა იმისთვის, რომ აღზარდოს 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდა.
ძალიან პროდუქტულია დაგეგმილი საკითხების განთავსება ბლოგზე, მათი გაზიარება კოლეგებისთვის, მათი რჩევების მოსმენა და იდეების დახვეწა.
გარდა ამისა, ძალიან ეფექტურია ყოველი მეცადინეობის შემდეგ რეფლექსიის გამოყენება. მიმაჩნია, რომ ეს აუმჯობესებს სასწავლო და სამუშაო პროცესებს, ამიტომ თითქმის ყოველდღიურად გამოვიყენებ.

Friday, August 29, 2014
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება შინაარსობრივად და ტექნიკურად. შევქმენით ბროშურა. ძალიან საინტერესო იყო.
ჩემი პროექტის იდეა
პროექტის სავარაუდო იდეა: იოანე საბანისძის ფენომენი
იოანე საბანისძის ,,აბოს წამება" ითვლება პირველ პატრიოტულ თხზულებად, რაც უჩვეულოა აგიოგრაფიული ნაწარმოებისთვის. როგორც წესი, აგიოგრაფები წმინდანების ცხოვრებას აღწერენ. ამის გასარკვევად მოსწავლეები მოიძიებენ მასალას აგიოგრაფი მწერლის შესახებ, განიხილავენ სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრებას, დააკავშირებენ როგორც ნაწარმოებში მოცემული მასალას, ასევე თანამედროვე კრიტიკოსების მოსაზრებებს ერთმანეთთან, ასევე ერთმანეთის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, შეაფასებენ მწერლის მნიშვნელობას შთამომავლობის ეროვნული ცნობიერების ამაღლების საქმეში, შექმნიან რეფერატებს.
მასალა საბოლოოდ აიტვირთება ბლოგზე.

პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღის რეფლექსია
პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს
ტრენერი და მასწავლებლები. ტრენერმა
გაგვაცნო ინტელის ძირითადი
კურსის შინაარსი და მოდულები. ამის შემდეგ ჩვენ შევქმენით საქაღალდეები,
რომლებშიც ტრენინგის მიმდინარეობის
დროს განვათავსებთ ყველანაირ
მასალას. საქაღალდეებში გადმოვიტანეთ
რამდენიმე რესურსი ინტელის
სახელმძღვანელოდან, კერძოდ: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,
პორტფოლის ჩეკლისტი და პორტფოლიოს გეგმის
შაბლონი. გარდა ამისა,
შევქმენით ახალი ბლოგი
- ინტელის სასწავლო კურსი.
ბოლოს გავაკეთეთ დღევანდელი
ტრენინგის რეფლექსია.
29.08.2014 წ.
Subscribe to:
Posts (Atom)