დღევანდელი დღე ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი იყო. ჩვენ მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, შევაფასეთ, შევაქეთ და რჩევებიც მივეცით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამომსვლელი პასუხისმგებლობით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და უფრო მეტი კომპლიმენტი დაიმსახურა, ვიდრე შენიშვნა.
ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტული, ბევრის მომცემი. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გავგეგმოთ და განვახორციელოთ კარგი პროექტები, როგორ წარვმართოთ კვლევები, როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები და როგორ წარვადგინოთ ნამუშევრები აუდიტორიის წინაშე. ამაში ძალიან დაგვეხმარება ინტელის მდიდარი ბიბლიოთეკა და ენერგიული ტრენერი.
ინტელის სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Saturday, September 13, 2014
Friday, September 12, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს პორტფოლიოსა და პროექტის ჩეკლისტების საშუალებით გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევრები, მოვაწესრიგეთ და გავაზიარეთ საჯაროდ.
ვისწავლეთ ობიექტების ჩასმა სლაიდებზე.
ვემზადებით ხვალინდელი პრეზენტაციებისათვის.
ვისწავლეთ ობიექტების ჩასმა სლაიდებზე.
ვემზადებით ხვალინდელი პრეზენტაციებისათვის.
Thursday, September 11, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს ინტელის ბიბლიოთეკიდან, ვისწავლეთ ბლოგზე ლინკის დამატება და შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა.
Saturday, September 6, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ:
- როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შეფასების მიზნით.
- როგორ გამოვაყენებინოთ მოსწავლეებს ინტერნეტი უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით.
- აგრეთვე ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შეფასების დაგეგმვაზე, შესაბამისად, შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები პროექტში.
- ვისწავლეთ მასალის გაზიარება ერთობლივი მუშაობის მიზნით.
- ბოლოს გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ჩვენ დავასრულეთ პორტფოლიოს პრეზენტაციები, რომლებიც ავტვირთეთ ჯერ Googledrave-ში, იქიდან კი embedkodid-ის საშუალებით ჩავაშენეთ ბლოგზე. შემდეგ მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, პრეზენტაცია, რომელიც ასევე ავტვირთეთ Googledrave-ში, იქიდან კი - ბლოგზე. გავეცანით ინტერნეტიდან მასალის მოძიების უსაფრთხო და კანონიერ გზებს, ასევე წესებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.
Subscribe to:
Posts (Atom)